თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 21 051-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმ 17 674-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულია 72 879 ადამიანი.
რაც შეეხება სირიას, აქ მიწისძვრას, სულ მცირე 3377 პირი ემსხვერპლა, დაშავებულთა საერთო რიცხვმა – 5245-ს მიაღწია.
სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 1347 პირი მიწისძვრას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა, ხოლო 2030 ადამიანი ოპოზიციურ, სირიის სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ რაიონებში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა.