ზელენსკი: გერმანიასთან ურთიერთობა რთულ ფაზაშია – მუდმივად მიწევს შოლცის დარწმუნება, რომ უკრაინას დაეხმაროს

უკრაინის ურთიერთობა გერმანიასთან „რთულ ფაზაშია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მას მუდმივად უწევს ოლაფ შოლცის დარწმუნება უკრაინისათვის დახმარების გაწევის აუცილებლობაში.

„მე მიწევს მისი დარწმუნება, რომ დაეხმაროს უკრაინას. მუდმივად მიწევს იმის დამტკიცება, რომ ეს დახმარება ჩვენთვის კი არ არის, არამედ ევროპელებისთვისაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ურთიერთობები გერმანიასთან ტალღისებრია, ხოლო ახლა კი „რთულ ფაზაშია“, რაც ტანკების მიწოდებაზე რამდენიმე კვირიანი რთული მოლაპარაკებებით აიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები