„ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ მათ დასრულებას“ – პუტინი

რუსეთს არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ ცდილობს დაასრულოს ის, რომელიც 2014 წლიდან გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებები უკრაინაში „ნაციონალისტებმა“ დაიწყეს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია არანაირი საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ მათ დასრულებას. ეს საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც მან აღნიშნა, კიევმა ომი დონბასის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო, ყველა შეთანხმებისა და ვალდებულების დარღვევით, რეგიონები თითქმის ბლოკადაში გადაიყვანა.

„ჩავატარეთ ძირითადი სამხედრო ოპერაციები. შემდეგ მათ დაიწყეს ომი, რომელიც რვა წელი გაგრძელდა. გაანადგურეს ხალხი, ვინც იქ ცხოვრობდა და თავს რუსეთს უკავშირებდა, ამის გაგრძელება როდემდე შეიძლებოდა“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები