მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ძირითადი საბრძოლო ტანკების წარმოებას გაზრდის
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში მოწინავე ჯავშანტექნიკის მიწოდების საპასუხოდ, ქვეყანაში ძირითადი საბრძოლო ტანკების წარმოებას გაზრდის.
„გუშინ ჩვენი მტერი უცხოეთში ყოფნისას [მათ] თვითმფრინავებს, რაკეტებს და ტანკებს ევედრებოდა. რა უნდა გავაკეთოთ საპასუხოდ? ნათელია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ბუნებრივია გავზარდოთ სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოება, მათ შორის თანამედროვე ტანკები.
ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით ტანკის წარმოებასა და მოდერნიზაციაზე. ეს ამოცანა დასახულია, ეს გამომდინარეობს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებიდან, გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელსაც იღებს ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა მედვედევმა.