ჰათაიში მიწისძვრას Anadolu-ს კორესპონდენტი და მისი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ

ჰათაის პროვინციის ქალაქ ისკანდერუნში თურქული სააგენტოს Anadolu Agency (AA) კორესპონდენტი – 31 წლის ბურაკ მილი, მისი მეუღლე – 30 წლის აიშენ მილი და მათი 5 თვის ქალიშვილი, ეილულ ლინა ემსხვერპლნენ.

მაშველებმა ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა მიწისძვრიდან მხოლოდ მეოთხე დღეს შეძლეს.

ბურაკ მილიმ ჰათაის უნივერსიტეტის ისკენდერუნის პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა და, სხვა თემებთან ერთად, თურქეთ-სირიის საზღვარზე, ასევე, ჰათაიში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები