თურქეთში მიწისძვრის ზონიდან სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით, 9 თებერვლის მდგომარეობით, 28 044 ადამიანია ევაკუირებული.
ამის შესახებ თურქეთის სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის დეპარტამენტში (AFAD) განაცხადეს.
ევაკუირებულთაგან სტიქიის ზონიდან 4 607 გაყვანილია მანქანებით და მატარებლებით, ხოლო 23 437 თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით.
კატასტროფის ზონის მოსახლეობას ქვეყნის სხვა პროვინციებში თავშესაფრებსა და სასტუმროებში აბინავებენ.
სტიქიის ზონის დამოუკიდებლად დატოვების მსურველ მოქალაქეებს ურჩიეს, დაუკავშირდნენ ევაკუაციის პუნქტებს, რომ ჩასვლისას თავშესაფრით მათი უზრუნველყოფა მოხდეს.