“უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი მოგვარებულია” – ერმაკი
უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხი მოგვარებულია, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ანდრი ერმაკმა.
„უკრაინისთვის შორი დისტანციური იარაღისა და მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი მოგვარებულია. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – დაწერა მან.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე დღეა, ევროპულ ტურნეში იმყოფება, რომლის მიზანია ახალი სამხედრო მარაგებისა და მათი ვადების შესახებ მოლაპარაკება.
ზელენსკი დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა სიტყვით.
შეხვედრის დროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რობერტა მეცოლამ მოუწოდა ევროპის მთავრობებს, დააჩქარონ გადაწყვეტილება მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ, რაც, მისი თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის არის აუცილებელი.