“უკრაინა თავს იცავს მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიევროპული ძალისგან”- ზელენსკი ევროპარლამენტში

უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებით რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს ევროპული ცხოვრების წესი და ევროპული გზა, როგორც ასეთი და ის თანამდროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიევროპული ძალაა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს.

”აქ ვარ, რომ სახლში დაბრუნების, ჩვენი ხალხის გზა დავიცვა. ყველა უკრაინელი კაცის, ქალის, სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული რწმენის, განსხვავებული სოციალური სტატუსისა და რელიგიაზე განსხვავებული შეხედულებების, სხვადასხვა პირადი ისტორიის, მაგრამ ერთიანი ევროპული ისტორიის, როგორც თქვენი – ყველასი. უკრაინული ევროპული ცხოვრების წესის განადგურებას ტოტალური ომით ცდილობენ. მაგრამ რისთვის? რომ ამ ევროპული ცხოვრების წესის განადგურების შემდეგ განადგურდეს ევროპული ცხოვრების წესი, როგორც ასეთი, ევროპული ცხოვრების 27-ვე ქვეყნის წესის. ამას არ დავუშვებთ”, – თქვა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში არ მოქმედებს კანონის უზენაესობა, მაგრამ მოქმედებს ძალადობისა და მორჩილების წესი.

„რუსეთის რეჟიმს არა მხოლოდ სძულს ნებისმიერი სახის სოციალურობა და მრავალფეროვნება, არამედ მიზანმიმართულად ახორციელებს ინვესტიციას ქსენოფობიაში და ცდილობს, ყველაფერი არაადამიანური, რაც 1930-1940-იან წლებში ჩვენს კონტინენტზე მოხდა, ნორმალურობის ნაწილად გახადოს. მაგრამ არის თუ არა ეს სამუდამოდ? და ეს არის კითხვა ყველა ჩვენგანისთვის. პასუხია – არა. არა, ევროპა. ჩვენ ვიცავთ თავს თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ანტიევროპული ძალისგან. ჩვენ, უკრაინელები, თქვენთან ერთად, ვართ ბრძოლის ველზე”, – თქვა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები