ზლენსკი ევროკავშირის სამიტზე მივიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე მივიდა.
უკრაინის ლიდერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი შეხვდა, რის შემდეგაც ორგანიზაციის ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ევროკავშირის ლიდერებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ზელენსკი ასევე სიტყვით გამოვა.