“ჩვენ ევროკავშირს ვუახლოვდებით, უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი” – ზელენსკი ევროპარლამენტში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი და ამისთვის, ომის მიუხედავად, ემზადება.

„თავის ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ასეთი მასშტაბის სამხედრო დახმარების გაწევაშია ჩართული და, პირველად ისტორიაში, ის ამზადებს, მჯერა, დადებით შეფასებას, შიდა რეფორმების შესახებ იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც თავს იცავს ამ ტოტალურ ომში და, ამავდროულად, ბრძოლის დროს თავისი ინსტიტუტების მოდერნიზებით არის დაკავებული. ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს. უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ “ჩვენ ერთად, უკრაინამ და ევროკავშირმა, ჩვენი ძალა გამოვავლინეთ. ჩვენ ვაერთიანებთ პრინციპულობას და ენერგიულობას, ყველა თანასწორნი ვართ იმაში, რასაც წარმოვადგენთ ევროპის წინაშე. ჩვენ არ ვენდობით სიტყვებს – ჩვენ ვმოქმედებთ. მტრის წინაშე უკან არ ვიხევთ – ჩვენ ვდგავართ. ჩვენ არ ვკარგავთ დროს, ჩვენ ვიცვლებით და ვცვლით. სანამ ერთად ვართ, ევროპა ყოველთვის იქნება თავისუფალი”.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებით რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს ევროპული ცხოვრების წესი და ევროპული გზა, როგორც ასეთი და ის თანამდროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიევროპული ძალაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები