“წითელი ხაზები არ გვაქვს” – პორტუგალიის პრემიერი უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე

Portugal's Prime Minister Antonio Costa answers journalists' questions as he arrives for a summit at EU parliament in Brussels, on February 9, 2023. - Ukraine's President is set to attend an EU summit in Brussels on February 9, 2023, as the guest of honour where he will press allies to deliver fighter jets "as soon as possible" in the war against Russia. (Photo by JOHN THYS / AFP) (Photo by JOHN THYS/AFP via Getty Images)

პორტუგალიის პრემიერმინისტრმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემაზე „წითელი ხაზები“ არ აქვს, თუმცა, აღნიშნა, რომ ქვეყანას არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთი თვითმფრინავი გამოყოს.

ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

“ეს არ არის წითელი ხაზი”, – თქვა კოშტამ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას 27 F-16AM მოიერიშე თვითმფრინავი გააჩნია, კოშტა ამბობს, რომ ნატოს წინაშე რამდენიმე ვალდებულებით არიან შეზღუდულნი.

„ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს შესაძლებლობა – დავეხმაროთ უკრაინას, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი საშუალებები, რაც გვაქვს, მიმართულია მისიებზე, რომლებიც აუცილებელია”, – განმარტა პრემიერმა.

კოშტამ ასევე აღნიშნა, რომ პორტუგალია ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად და, მათ შორის, გაიხსენა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა კიევს სამ ტანკს Leopard 2-ს გაუგზავნის.

“მშვიდობა  ჩვენი მიზანია. ომი არის მშვიდობის მიღწევის საშუალება და ეს ომი, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინას არ დაუწყია, უკრაინა ომის მსხვერპლი გახდა. მომენტი, ასევე, მშვიდობის პირობები მხოლოდ უკრაინას შეუძლია, განსაზღვროს”, – დასძინა კოშტამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები