ინდონეზიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
ინდონეზიაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას პაპუას პროვინციის ქალაქ ჯაიაპურას კატასტროფების მართვის სააგენტო (BPBD) ავრცელებს.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ასეპ ხალიდმა თქვა, ინფორმაციის შეგროვება გრძელდება.
ხალიდმა თქვა, რომ მიწისძვრის შედეგი მთელს ქალაქში იგრძნობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამთავრობო შენობები.
ინდონეზიაში მიწისძვრა დღეს ქალაქ ჯაიაპურადან 10 კილომეტრში, 43 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.