აშშ ევროპაში HIMARS-ის სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს

აშშ-ის სამხედროები ევროპაში საწვრთნელი ცენტრის შექმნას გეგმავენ, რომ ნატოს მოკავშირეები HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებაში გაწვრთნან.

ამის შესახებ “ამერიკის ხმას” მე-5 კორპუსის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ კოლასევსკიმ განუცხადა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე აშშ-ის არმიის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ ჯერ კიდევ წინასწარი დისკუსიის სტადიაში ვართ, მაგრამ ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ რამდენიმე ქვეყნის შეკრებას“, – თქვა მან.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 7 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის 18 HIMARS-ის მიყიდვა დაამტკიცა.

შემოთავაზებული HIMARS-ის პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ნატოს ქვეყნებისთვის, რომლებისთვის შორი დისტანციის საარტილერიო სისტემების მიყიდვა არის დამტკიცებული. მათ შორის არიან ესტონეთი, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობენ.

„ნატო ხედავს იმ სისასტიკეს, რაც უკრაინაში ხდება და არსებობს აუცილებლობის შეგრძნება, მიზანდასახულობის შეგრძნება და 30-ვე ქვეყანა გაერთიანდა, რომ ეფექტურად დაიცვას ნატოს ტერიტორია“, – თქვა კოლასევსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები