ერდოღანი ჰათაიში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰათაიში, მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ მნიშვნელოვნად დაზარალებულ ქალაქში ჩავიდა.

„ჩვენ გადავიტანეთ ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიწისძვრა ჩვენს ისტორიაში. სამწუხაროდ, ჰათაი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ამ კატასტროფის შედეგად და განიცადა ყველაზე მეტი ნგრევა და ადამიანური მსხვერპლი“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე დღეებში თურქეთს 60-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს, ისრაელს, საუდის არაბეთს, ყატარს, ქუვეითს, რომლებიც მომხდარს პირველები გამოეხმაურნენ და დახმარების მზაობა გამოთქვეს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში AFAD-ს თურქეთის ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს. მან მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები