დაზვერვა: უკრაინაში 20 რუსი გენერალი დაიღუპა
იაპონიის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში 20 რუსი გენერალი დაიღუპა.
ამის შესახებ Nikkei აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან ერთობლივად შეგროვებული, იაპონური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
დაზვერვის ანალიტიკოსების აზრით, გენერლები პირადად მეთაურობდნენ ასობით ან ათასობით ჯარისკაცს. გენერლების დაღუპვა ცუდად გაწვრთნილ სამხედროებზე მიუთითებს.
იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილი უფროსი, კიეფუმი ივატა გენერლების დაღუპულთა რიცხვს “წარმოუდგენლად მაღალს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ბრძოლის ველზე ამერიკელი გენერლები თითქმის არ იღუპებიან.
Nikkei წერს, რომ, როგორც ჩანს, გენერლების მოსაძებნად უკრაინის არმიამ მობილური ტელეფონის სიგნალი გამოიყენა, რის გამოც მოსკოვმა ფრონტზე კომუნიკაციის ეს მეთოდი აკრძალა.
ივატა დაღუპული გენერლების უჩვეულოდ დიდ რაოდენობას უკრაინის კიბერსივრცეში უპირატესობას უკავშირებს. ასევე, მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი ინფორმატორი ჰყავთ.