“მოგვეცით ფრთები” – ზელენსკის ფრაზა ბრიტანული გაზეთების პირველ გვერდებზეა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები – “მოგვეცით ფრთები”, რომელიც მან 8 თებერვალს ბრიტანეთის პარლამენტში წარმოთქვა, ბრიტანეთის გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდა.

უკრაინის ლიდერის ეს ფრაზა წამყვანი გაზეთების გვერდებზე მოხვდა, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა თუ მარკეტინგული სტრატეგიისა.

კერძოდ, ფრაზა “Give us wings” გამოტანილია: Daily Telegraph-ის, Guardian-ის, Times-ის, Financial Times-ის, Daily Mail-ის, Daily Mirror-ის პირველ გვერდებზე..

ზოგიერთი კონსერვატიული ტაბლოიდი ამ ფრაზით მიმართავს მისი ქვეყნის მთავრობას – „ახლა მიეცით მას ფრთები“ (Daily Mail) ან „გაუგზავნეთ მას ყველა ჩვენი თვითმფრინავი“ (Daily Express).

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ “ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად!”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე გაიხსენა ბრიტანეთის პარლამენტში წინა ვიზიტი. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, მანვე მასპინძლებს მადლობა გადაუხადა “გემრიელი ინგლისური ჩაისთვის”.

„დღეს მე დავტოვებ პარლამენტს და წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ძლიერი ბრიტანული თვითმფრინავისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები