თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12 873-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი – 62 937-მდე.
ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD) იტყობინება.
„უახლესი მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 12 873 ადამიანს შეადგენს, დაშავებული კი 62 937 მოქალაქეა“, – აცხადებენ სამინისტროში.
სტიქიის შედეგად, 6 ათასზე მეტი შენობაა დანგრეული.