მამათა მონასტრის ტერიტორიიდან მოქალაქეების გამოყვანა უახლოეს საათებში დაიწყება

დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრის ტერიტორიიდან მოქალაქეების გამოყვანა უახლოეს საათებში დაიწყება. ყაზბეგის გამგებელის განცხადებით, მათ ვერტმფრენით სოფელ გველეთში გადაიყვანენ, რის შემდეგაც ავტომანქანებით სტეფანწმინდაში ჩაიყვანენ.
გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილი არ არის, რამდენი ადამიანია მონასტრის ტერიტორიაზე. მონასტერს ლარსის საბაჟოს თანამშრომლებმა და იმ პირებმაც შეაფარეს თავი, რომელთაც საზღვარი გადმოკვეთეს.
დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგულის შესახებ, თუმცა, წუხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები