თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 12 049-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2992-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5108 ადამიანი. სულ მცირე 1262 პირი მიწისძვრას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა, ხოლო 1730 ადამიანი ოპოზიციურ, სირიის სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ რაიონებში გარდაიცვალა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რიცხვი, სულ მცირე 9057-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულია 52 979 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები