საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ საფრანგეთს „გადაწყვეტილი“ აქვს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებამდე მიიყვანოს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იგი გამარჯვებამდე მივიყვანოთ. უკრაინას შეუძლია საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რომ ომში გაიმარჯვებენ, რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი. უკრაინას შეუძლია მშვიდობის დამყარების იმედი ჰქონდეს“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
მაკრონმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ზელენსკის, რომ საფრანგეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
თავის მხრივ, ზელენსკიმ პარიზში ჩასვლის შემდეგ, მაკრონთან და შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადლობელია მათი სპონტანური შეხვედრისთვის.
„საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ თამაშის შემცვლელების პოტენციალი. რაც უფრო მალე მოახერხებს უკრაინა შორი დისტანციის იარაღისა და თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი კოალიციები“, – დასძინა ზელენსკიმ.
ამასთან, შოლცმა თქვა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას იქამდე, სანამ მას დასჭირდება.
„რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.