ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა
საფრანგეთის მთავრობის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში უკვე ჩაფრინდა.
ზელენსკის აეროპორტში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ დახვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვედრად გაემგზავრა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდა.