მედია: დიდი ბრიტანეთი „აქტიურად“ განიხილავს, გაგზავნოს თუ არა საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში

დიდი ბრიტანეთი „აქტიურად“ განიხილავს, გაგზავნოს თუ არა ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინაში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემას განუცხადა.

მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი განიხილავს, თუ რომელი თვითმფრინავი შეიძლება მიეწოდოს უკრაინას, თუმცა პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების მიწოდების შესახებ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ვფიქრობთ, ჩვენი ნაბიჯებიდან ჩანს, რომ ჩვენ მზად ვართ უკრაინა მოვამზადოთ იმისთვის, რომ როცა პილოტებს გავლილი ექნებათ შესაბამისი ტრენინგი, ისინი შეძლებენ ამ ტიპის თვითმფრინავების გამოყენებას. ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება გაგზავნის თუ არა გაერთიანებული სამეფო უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავს. ცხადია, მიმდინარეობს დისკუსია სხვა ქვეყნებთან მათი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი უფრო ჰგავს იმას, რომლის გამოყენებაც უკრაინელებმა იციან. ჩვენ დავადასტურეთ, რომ იქნება უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამა და თავდაცვის მინისტრი აქტიურად განიხილავს, გავგზავნით თუ არა ჩვენ თვითმფრინავებს“, – განაცხადა პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები