ევროკავშირი მიწისძვრით დაზარალებულ სირიას 3,5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიამ საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
გარდა ამისა, ბლოკი თურქეთისთვის პირველადი დახმარების სახით 3 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გამოყოფს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა.