„შეუძლებელია იყო მზად ასეთი კატასტროფისთვის“ – თურქეთის პრეზიდენტი

Turkish President Tayyip Erdogan meets with people in the aftermath of a deadly earthquake in Kahramanmaras, Turkey February 8, 2023. Murat Cetinmuhurdar/Presidential Press Office/Handout via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS PICTURE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. NO RESALES. NO ARCHIVES.

შეუძლებელია იყო მზად ასეთი კატასტროფისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ვიზიტის დროს განაცხადა.

„რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. ამინდის პირობები აშკარაა. შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ დავტოვებთ უყურადღებოდ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამინდის პირობების სირთულეს მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევის სიდიდე და გავრცელების მასშტაბი დაემატა, რომელიც 500 კილომეტრის ფართობზე იგრძნობოდა, სადაც დაახლოებით 13,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები