რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში საჰაერო-სახმელეთო ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სემენოვსკაიას თემში საჰაერო-სახმელეთო ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი ამ ეტაპზე ზუსტდება.

„სემიონოვის თემში საჰაერო-სახმელეთო ტიპის ორი რაკეტა გამოიყენეს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აღნიშნა ვიაჩესლავ ჩაუსმა.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის ორი მოქალაქეა დაშავებული, სამი კი ნანგრევებშია მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები