ერდოღანი: თურქეთის მთავრობის მიზანია, რომ ქაჰრამანმარაში ერთ წელიწადში აღადგინოს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ ქაჰრამანმარაში, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრია, ერთ წელიწადში აღადგინოს.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დარჩენას. ჩვენი სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს კატასტროფების მართვის სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, მთავრობა მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 10 000 თურქული ლირის (დაახლოებით $531 აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.