კაჰრამანმარასში 70 ათასზე მეტი კარავი გაშალეს – რიგდება საჭმელი (ფოტო)

კაჰრამანმარასში, მიწისძვრის ზონაში 70 818 კარვის გაშლა დასრულდა.

AFAD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიქიის ზონაში 300 000 პლედი და 123 395 საწოლია გაგზავნილი.

ასევე, ადგილზე 79 კვების მანქანაა მობილიზებული, 18 მობილური სამზარეულო, 1 მობილური სასადილო, 39 საველე სამზარეულო, 5 მობილური ღუმელი, 86 სამსახურებრივი მანქანა მუშაობს.

ადგილზე უკვე განაწილებულია – 512 436 ცხელი კერძი; 322 264 წვნიანი; 490 813 ლიტრი წყალი; 406 040 პური; 4 450 დონერის ფუნთუშა; 1 314 730 ტკბილეული; 16 700 ჩაი; 151 715 წვენი;

ასევე, ამოქმედებულია სოციალური მომსახურების 4 ცენტრი კაჰრამანმარაშში, ჰათაიში, ოსმანიესა და მალათიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები