ბადრი ესებუას ადვოკატი ხვდება – სოსო ჯანაშია ქუთაისის ციხეში უკვე შევიდა

ბადრი ესებუას უფლებადამცველი პირველად ხვდება. ადვოკატი სოსო ჯანაშია ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

ჯანაშიას თქმით, მას ესებუასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია და მასთან გარკვეული კითხვები აქვს.
როგორც ადვოკატი ამბობს, მომხდარის შესახებ მედიით შეიტყო და დაკავების დეტალები არ იცის.

ესებუა ქუთაისის ციხეში ზუგდიდიდან დღეს გადაიყვანეს. ჯიხაშკარში ბადრი ესებუას დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები