“თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8574-მდე გაიზარდა, 49 ათასზე მეტი დაშავებულია” – ერდოღანი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8574-მდეა გაზრდილი, დაშავებულია 49 133 მოქალაქე.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ქალაქ კაჰრამანმარაშში განაცხადა, სადაც სტიქიით დაზარალებულები მოინახულა.

მისივე თქმით, დაზარალებულ პროვინციებში 6444 შენობა დაინგრა.

მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახი სახელმწიფოსგან 10 000 ლირის ოდენობის (531,2 აშშ დოლარი) დახმარებას მიიღებს.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ, სტიქიის ზონის მაცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია
მათი განთავსება ანტალიის, ალანიისა და მერსინის სასტუმროებში.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მიზნად ისახავს მიწისძვრით დაზარალებული პროვინციების მაცხოვრებლები, ერთი წლის განმავლობაში, ახალი ბინებით უზრუნველყოს.

ერდოღანმა თანამემამულეებს მოუწოდა “ერთიანობისა და სოლიდარობისკენ უბედურების ფონზე”.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეები, ისევე – როგორც მედიასაშუალებები, არ უნდა დაემორჩილონ პროვოკაციებს და გაითვალისწინონ მხოლოდ თურქეთის მთავრობასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის (AFAD) მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები