ზელენსკი დღეს დიდ ბრატანეთში ჩავა, სადაც პრემიერს და მეფე ჩარლზ​ III-ს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ომის დაწყების შემდეგ პირველად, დღეს ლონდონს ეწვევა.

უკრაინის ლიდერი პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება, ასევე, მოინახულებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებს გადიან და ქვეყნის პარლამენტს სიტყვით მიმართავს.

„დიდ ბრიტანეთში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი არის მოწმობა მისი ქვეყნის გამბედაობის, მონდომების და ბრძოლისა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურყევი მეგობრობის დასტურია“, – თქვა რიში სუნაკმა.

ასევე,  ცნობილი გახდა, რომ ​ზელენსკი მეფე ჩარლზ III-საც შეხვდება.

9 თებერვალს ზელენსკის ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები