ისკანდერუნში ზღვის დონემ აიწია, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია (ფოტო)

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში ზღვის დონემ მოიმატა, დაიტბორა გზები.

ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, მიმდინარეობს ადგილობრივების, ასევე, მუშების ევაკუაცია.

“მიწისძვრების გამო, ისკენდერუნში ზღვის დონემ მოიმატა. დაიტბორა გზები, სკვერები და სანაპირო ზონაში სამუშაო ადგილები. საფრთხის გამო, ბულვარზე შენობებიდან და სამუშაო ადგილებიდან ხალხია ევაკუირებული”, – იტყობინება მედია.

ასევე, ევაკუირებულია ხალხი სავაჭრო ობიექტებიდან და ბანკებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები