თურქეთმა კვიპროსის დახმარებაზე უარი თქვა

თურქეთმა კვიპროსელი მაშველების დახმარებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, კორნილიოს კორნილიუმ განაცხადა.

„კვიპროსის რესპუბლიკამ გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო სამაშველო ოპერაციებში თურქეთში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ. მაგრამ თურქულმა მხარემ ეს დახმარება არ მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კვიპროსი თურქეთში 21 მაშველის გაგზავნას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები