სოფელ ბოდორნასთან ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული
დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნასთან რუსეთისკენ მიმავალი ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 10-მდე ტრაილერი და 20-მდე მსუბუქი მანქანაა. ავტომობილების უმრავლესობას რუსული ნომრები აქვს. კოლონასთან იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგული ადამიანის შესახებ, თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.