ლატვიაში, დრონების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ლატვიაში, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკრაინელი სამხედროებისა და ნატოს მოკავშირეებისთვის დრონებს აწარმოებს.

რიგის გარეუბანში მდებარე ქარხანაში, რომელსაც ამერიკული კომპანია – Edge Autonomy მართავს, ათობით საპოლიციო ეკიპაჟი, 9 სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების 5 მანქანა იმყოფება.

მომხდარის მიზეზი უცნობია, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები