პრეზიდენტი: თსუ-ის იუბილე ჭეშმარიტად ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოც ტექსტს აქვეყნებს და უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე ჭეშმარიტად ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. 105 წელია, თსუ ემსახურება ქართველ ერს, მის განათლებას და ქართული სამეცნიერო აზრის განვითარებას.
ვულოცავ თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის რექტორატს ამ დღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ იქნება ქართული სახელმწიფოს საყრდენი და საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების მთავარი მამოძრავებელი”, – წერს პრეზიდენტი.