აშშ-მა უკრაინაში მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად შესაძლოა, 100 მილიონი დოლარი გამოყოს

​უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, აშშ უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას განიხილავს.

ამის შესახებ სამთავრობო პორტალი უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიჰალსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის პირველ მოადგილეს, იზობელ კოლმანს შორის შეხვედრის შედეგად წერს.

შეხვედრისას შმიჰალმა მოუწოდა USAID-ს შეუერთდეს უკრაინელი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამებს.

კოლმანმა აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა პერსპექტიული სფეროა და შეერთებული შტატები განიხილავს მისი 100 მილიონ დოლარამდე დაფინანსების შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები