ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვის ცენტრს 6-10 რაკეტა ესროლეს.
ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი წერს.
მისი ინფორმაციით, გასროლილია ჭურვები S-300 სისტემიდან.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
თავის მხრივ, ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი იტყობინება, რომ რაკეტა მოხვდა კიევის რაიონში ინდუსტრიულ ობიექტს. მისი ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.