AFAD: თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6234-მდეა გაზრდილი, 37 ათასზე მეტი დაშავებულია
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6234-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD-ის) განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, 37 011 ადამიანია დაშავებული.
მანამდე, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა ფუათ აქთაიმ თქვა, რომ სტიქიური უბედურების შედეგად 5775 შენობაა დანგრეული, ნანგრევებიდან 8 ათასზე მეტი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.