თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5894-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი 35 ათასს უახლოვდება
თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5894-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, ფუათ აქთაიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 34 810-მდე გაიზარდა.
ოქთაის თქმით, სტიქიური უბედურების შედეგად, 5 775 შენობა დაინგრა, ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
სტიქიური უბედურების ზონებში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სკოლებში სწავლა 12 თებერვლამდე, ხოლო დაზარალებულ რაიონებში 21 თებერვლამდე გადაიდო.