ბაიდენი – უკრაინის ელჩს: ჩვენ ვიქნებით თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს “ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ” ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.

დარბაზში აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოკსანა მარკაროვაც იმყოფებოდა, რომელსაც ჯო ბაიდენმა პერსონალურად მიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ელჩს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და უთხრა, რომ “თქვენთან ვიქნებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”.

“ჩვენ გავაერთიანეთ ნატო და შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ პუტინის აგრესიას. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით დავდექით.  დღეს ჩვენთან უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის წარმოადგენს არა მხოლოდ თავის ერს, არამედ – მისი ხალხის გამბედაობას. ელჩო, ამერიკა ერთიანია თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიქნებით თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები