კანადა თურქეთს 7.5 მილიონ დოლარს გადასცემს

კანადის საერთაშორისო განვითარების მინისტრის, ჰარჯიტ საჯანის განცხადებით, კანადა თურქეთს 7.5 მილიონ დოლარს გადასცემს.

კანადელი მაღალჩინოსნების ცნობით, ქვეყანა მოკავშირეებსა და სანდო დამხმარე ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გაივლის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოება თურქეთსა და სირიას, სადაც მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, კანადა თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფების გაგზავნასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები