სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„სომხეთის მიერ გაგზავნილი სამაშველო ჯგუფი და დახმარება თურქეთში უკვე ჩავიდა. ჯარი სიცოცხლეა“, – წერს თურქეთის პარლამენტის ეროვნებით სომეხი დეპუტატი კარო პაილანი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები