გერმანული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გერმანიის მიერ კიევისთვის გადაცემული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის: თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი დღეს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. გერმანიისგან Leopard 2A6 ძირითადი საბრძოლო ტანკები მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი“, – წერს გერმანიის თავდაცვის უწყება Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები