თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა, დაშავებულია 35 ათასზე მეტი ადამიანი

Aerial photo shows the destruction in Hatay city center, southern Turkey, Tuesday, Feb. 7, 2023. Search teams and emergency aid from around the world poured into Turkey and Syria on Tuesday as rescuers working in freezing temperatures dug — sometimes with their bare hands — through the remains of buildings flattened by a magnitude 7.8 earthquake. The death toll soared above 5,000 and was still expected to rise. of collapsed buildings across the region. (IHA via AP)

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 7266-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, ქვეყანაში სტიქიას 5434 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც სააგენტო SANA იტყობინება, სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 1 800-ს გადააჭარბა. მათგან სულ მცირე 812 პირი მიწისძვრას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი ადამიანი ოპოზიციურ, სირიის სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ რაიონებში გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ორ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 35 626 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები