უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა მაისის ბოლომდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით – 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

შესაბამისი კანონპროექტების მიღებას მხარი 348-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც უკრაინის უმაღლეს რადაში განაცხადეს, აღნიშნული ზომა აუცილებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად ადეკვატური ზომების მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს განახორციელა. ქვეყანაში სწორედ ამ დღეს საომარი მდგომარეობა და გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, რომელიც თავდაპირველად 2022 წლის 26 მარტამდე მოქმედებდა. მოგვიანებით საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის ვადა 25 აპრილამდე, 25 მაისამდე, 23 აგვისტომდე, 21 ნოემბრამდე და 19 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები