Pegasus-ი მიწისძვრის ზონიდან უფასო ფრენებს განახორციელებს

ავიაკომპანია Pegasus-ში განაცხადეს, რომ 12 თებერვლის ჩათვლით ყველა რეისი, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდება, იქნება უფასო.

„12 თებერვლის ჩათვლით დაგეგმილი ფრენების ბილეთები – ადანას, დიარბაქირის, ელაზიგის, კაისერის, მალათიის, კაჰრამანმარაშის, გაზიანთეფისა და შანლიურფას აეროპორტებიდან იქნება უფასო“, – ნათქვამია კომპანიის Twitter-ის გვერდზე.

გარდა ამისა, კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ მგზავრებს, რომელთა ფრენები მიწისძვრის ზონაში 6-დან 21 თებერვლამდე იყო დაგეგმილი, შეუძლიათ, უფასოდ გააუქმონ ისინი ან სხვა თარიღზე გადაცვალონ.

მანამდე, Pegasus-მა და Turkish Airlines-მა მიწისძვრის ზონიდან ფრენებზე ერთიანი ფასი დააწესეს – 100 ლირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები