მიწისძვრას გადარჩენილებს ანტალიის სასტუმროებში განათავსებენ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანტალიის სასტუმროები მიწისძვრის შედეგად გადარჩენილებს შეიფარებენ.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო ცენტრში ბრიფინგზე თქვა.

„მუშავდება საჭირო გეგმები, რომ სასტუმროებში, რომლებმაც ზამთრის სეზონის გამო მუშაობა შეაჩერეს, სტიქიას გადარჩენილები განვათავსოთ. მხოლოდ ანტალიის რეგიონში, ამ მიზნით, 50 000 საწოლია მომზადებული”,- თქვა მან.

გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილები გადაყვანილები არიან სტამბოლის, ანკარას და მერსინის საავადმყოფოებში.

ასევე, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის რეგიონებში 54 ათასი კარავი და 102 ათასი საწოლია გაგზავნილი, მიწისძვრის ზონაში 53 317 მაშველი მუშაობს.

გარდა ამისა, სტიქიური უბედურების რაიონებში უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალები გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები