“მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა, მიწისძვრა 13 მილიონ ადამიანს შეეხო” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიწისძვრამ 10 პროვინცია დააზარალა, რომელთა მოსახლეობა, ჯამურად, დაახლოებით 13 მილიონს შეადგენს.

„ორი მიწისძვრა იყო უდიდესი შოკი არამხოლოდ ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვდგავართ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფის წინაშე. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში, დაახლოებით, 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, – თქვა ერდოღანმა საკოორდინაციო ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები