“დაღუპულთა რაოდენობა 3549-მდე გაიზარდა, 22 ათასზე მეტი დაშავებულია და 8 ათასზე მეტი გადარჩენილი” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3549-მდე გაიზარდა.

მისი ინფორმაციით, გაზრდილია ასევე დაშავებულთა რაოდენობა – 22 168 მოქალაქემდე.

“ჩვენთვის ერთადერთი მანუგეშებელია ის, რომ ნანგრევებიდან ცოცხლად 8 ათასზე მეტი, ჩვენი მოქალაქის ამოყვანა მოხერხდა”, – თქვა ერდოღანმა.

მომხდარ სტიქიურ უბედურებას თურქეთის ლიდერმა უწოდა “ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა არა მხოლოდ ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში, არამედ – ჩვენს გეოგრაფიასა და მსოფლიოში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები