მიწისძვრის შესახებ “პროვოკაციული პოსტების” გავრცელებისთვის, თურქეთში 4 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ მიწისძვრის შემდეგ სოციალურ ქსელში „პროვოკაციული პოსტების“ გამო ოთხი ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.

პოლიციაში აცხადებენ, რომ “პროვოკაციული პოსტების” შემცვლელი 4 ანგარიში აღმოაჩინეს, რომლებიც “მიზნად ხალხში შიშისა და პანიკის დათესვას ისახავდა”.

უწყებაში არ დაუზუსტებიათ, თუ რა სახის ინფორმაცია იყო გავრცელებული.

გარდა ამისა, ძალოვანი უწყება სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ჩივილს გამოეხმაურა, რომ, მაგალითად, ჰათაიში სამაშველო ოპერაცია არ მიმდინარეობს.

„დახმარების მომთხოვნი მოქალაქეების მისამართისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ დგინდება და მიმდინარეობს კოორდინაცია“, – აცხადებენ პოლიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები